Mercedes to trial S-duct in Brazilian GP
13 ნოემბერი
„მერსედესმა“ ბრაზილიის დიდი პრიზის პირველ
პრაქტიკაზე აეროდინამიკური სიახლე გამოსცადა - მის ბოლიდებზე გამოჩნდა ახალი
ელემენტი, ჰაერის გამომშვები, რომელიც მანქანის ძირიდან ჰაერის ნაკადს „კრებს“ და
ცხვირის იმ ნაწილში მიმართავს, სადაც ჰაერის ნაკადი ყველაზე მეტადაა გაუხშოებული.
სავარაუდოდ, ამგვარი სისტემა, რომელსაც S-დაქტად მოიხსენიებენ, სარბოლო ავტომობილის
აეროდინამიკურ მდგრადობას და მისი გარსშემოდენილობის გაუმჯობესებას ემსახურება.