Thursday, November 12, 2015

ლუის ჰამილტონმა მონაკოში თავისი „პაგანი“ დაამტვრია

Lewis Hamilton Allegedly Crashes His Pagani Zonda LH In Monaco
12 ნოემბერი
ბრაზილიაში, იქაურ რბოლაში მონაწილეობისთვის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლუის ჰამილტონს საავტომობილო ინციდენტი შეემთხვა. დაზიანდა მისი „პაგანი ძონდა“, თუმცა ბედად, არავინ დაშავებულა. როგორც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ამბობს, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რამაც მისი სუპერ ავტომობილი ოდნავ დააზიანა.

„ფორდ მუსტანგ შელბი GT350R“ „როუდ ენდ ტრეკის“ წლის სპორტული ავტომობილია

Ford Mustang Shelby GT350R named Road & Track Performance Car of the Year
12 ნოემბერი
ამერიკულმა გამოცემა „როუდ ენდ ტრეკმა“, წლის სპორტულ ავტომობილად „ფორდ მუსტანგ შელბი GT350R“ დაასახელა. თავისი 5.2-ლიტრიანი V8 ძრავის 526 ცხენის ძალით, ეს ავტომობილი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ ჟურნალის კონკურსის ფინალისტთა შორის, სიის შუაში აღმოჩნდა. და მაინც, შედარებით ხელმისაწვდომი ფასით და ბევრი პარამეტრის საშუალეო მაჩვენებლებით, მაინც ყველა კონკურენტი დაჩრდილა და პოპულარული გამოცემის აღიარებაც დამსახურებულად მოიპოვა.

აშშ-ის დიდი პრიზი კითხვის ნიშნის ქვეშ

US GP future under threat as Texas cuts state subsidy
12 ნოემბერი
შეერთებული შტატების დიდი პრიზის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტექსასის შტატის ხელისუფლებამ, ავტოდრომ „ცირკვიტ ოფ ამერიკასს“ სუბსიდია შეუმცირა. შტატის მთავრობასა და ტრასის მფლობელებს შორის არსებობს ათწლიანი გარიგება, რომლის შესაბამისადაც, ტექსასი ამერიკის დიდ პრიზს ჯამში 250 მილიონი დოლარის სუბსიდიას გაუწევს. ამ კონტრაქტის შესაბამისად, 2012, 2013 და 2014 წლებში რბოლა 25-25 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მაგრამ წლევანდელი რბოლისთვის სუბსიდია 19.5 მილიონამდე შემცირდა.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ხარჯებს 6.8 მილიარდი დოლარით შეკვეცავს

Jaguar Land Rover to cut $6.8 billion in costs
12 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, სახელად „ლიპ 4.5“ (ნახტომი 45), რომლის მიზანიც, ხარჯების 4.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 6.8 მილიარდი დოლარით) შეკვეცა და წლიური წარმოების 1.0 მილიონ ავტომობილამდე გაზრდაა. დასახული მიზნის მიღწევა, ამ ათწლეულის ბოლოსთვის იგეგმება. ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ ჩინური ბაზრის შეკვეცის და გამონაბოლქვზე დაწესებული მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად, ამ მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია.