Wednesday, November 11, 2015

ფეტელი ბოლო ორი რბოლის მოგებას აპირებს

Vettel aims to win final two races of 2015
11 ნოემბერი
სებასტიან ფეტელს სჯერა, რომ „ფერარის“ აქვს იმის პოტენციალი, რომ სეზონის ბოლო ორ რბოლაში გამარჯვება შეძლოს. და ამას ამბობს მას შემდეგ, რაც მექსიკის დიდ პრიზზე, გუნდის ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო ფინიშამდე მიღწევა. ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როცა წითლები რბოლის დასრულებას ვერ ახერხებენ.

ლაუდა: „ფერარის“ ძრავი სიმძლავრით „მერსედესისას“ დაეწია

Lauda: Ferrari has matched Mercedes' engine power
11 ნოემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, „მერსედესის“ არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობს, რომ „ფერარის“ აგრეგატი სიმძლავრით პრაქტიკულად გაუტოლდა „მერსედესის“ აგრეგატს. ავტრიულის თქმით, ეს იტალიის დიდ პრიზზე მოხდა, როცა მარანელოელებმა პირველად გამოიყენეს მოდიფიცირებული აგრეგატი. ლაუდა თვლის, რომ მონცას შემდეგ, სამქიმიანებს სიმძლავრეში უპირატესობა აღარ აქვთ.

საგზაო ფორმაში რესტავრირებული „პეინოს ესპერანტე GTR-1“

Unique Street-Legal 1997 Panoz Esperante GTR-1 Coming To Dubai Motor Show
11 ნოემბერი
ამერიკულმა კომპანია „პეინოსმა“, ბრიტანულ „რეინარდთან“ ერთად, ლე მანის რბოლისთვის მხოლოდ ორი სარბოლო პროტოტიპი „ესპერანტე GTR-1“ დაამზადა, რომელთაგან ამ ამჟამად მთელი ერთიღა დარჩა. მართალია, ამ ავტომობილს ლეგენდარულ რბოლაში მიღწევები არ ჰქონია, მაგრამ ლე მანისთვის შექმნილი ნებისმიერი ავტომობილი უნიკალურია და მის ფლობას ბევრი ავტომოყვარული, თუ კოლექციონერი ისურვებდა.

სახეშეცვლილი SL როდსტერი ლოს ანჯელესში პრემიერის წინ

2017 Mercedes-Benz SL Roadster Shows Its Face Before It Debuts In LA
10 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „მერსედეს-ბენცი“ ორ განახლებულ ავტომობილს წარადგენს. მათგან ერთია სახელ შეცვლილი GLS, მეორე კი როდსტერი SL, რომლის პირველი ფოტოც, გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.