Motor racing-Rosberg fastest in wet U.S. practice
23 ოქტომბერი
როგორც სინოპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, აშშ-ის
დიდი პრიზის პირველი დღე წვიმიანი გამოდგა. უფრო მეტიც, ჭექა-ქუხილის და მეხის
გამო, მეორე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა. პირველზე კი, რომელიც სველ ტრასაზე
ჩატარდა, საუკეთესი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც წამზე მეტით აჯობა უახლოეს მდევრებს.
ლუის ჰამილტონმა კი, რომელსაც მესამე ტიტულის ოსტინშივე მოპოვების რეალური შანსი
აქვს, მხოლოდ ოთხი წრე გაიარა და მეხუთე დროს დასჯერდა.