Kevin Magnussen to leave McLaren at the end of
2015 F1 season
20 ოქტომბერი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით,
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მაკლარენი“ თავის სარეზერვო პილოტ კევინ
მაგნუსენთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. მის ნაცვლად, GP2-ის ჩემპიონ სტოფელ
ფანდოორნის მიწვევა იგეგმება. 23 წლის მაგნუსენის გაშვება მას შემდეგ გადაწყდა,
რაც „მაკლარენმა“ ჯენსონ ბატონთან კონტრაქტი გააგრძელა და აშკარა გახდა, რომ
დანიელ პილოტს მარქაფაში კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევდა. ეს კი მის
გეგმებში არ შედიოდა.