11 ოქტომბერი
იტალიის ენა პერგუზას ტრეკზე დასრულდა ევროპის
ტურინგის ავტომობილების თასის სეზონი და როგორც მოსალოდნელი იყო, დათა ქაჯაიამ TC2T
კლასში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე რბოლა მან აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე
ადგილზე დაასრულა, ამათგან თავის კლასში პიველი მოიგო, მეორეზე კი თავისი გუნდის
შეფთან, ფრანც ენგსტლერთან დათმო. რაც მთავარია, თავისი უშუალო მეტოქეები ახლოსაც
არ გაიკარა და ტრიუმფით დაასრულა თავისი პირველი ევროპული ტურინგ-სეზონი.