Motor racing-Rain and diesel spillage hit Russian
practice
9 ოქტომბერი
ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში თუ მოხდებოდა - ფორმულა
ერთის ტრეკზე, ზედ რბოლის წინ, გზის საფარი დიზელის საწვავით დაასველეს. ეს
პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე მოხდა. მეორე პრაქტიკა კი ძლიერი წვიმის
გამო თითქმის ჩაიშალა - დროის დაფიქსირება მხოლოდ რვა პილოტმა მოახერხა. ამ
აბდა-უბდას, ცხრილის სათავეში განსხვავებული სახელების გამოჩენაც მოჰყვა. პირველზე
ყველაზე სწრაფი ნიკო ჰულკენბერგი იყო, მეორეზე კი ყველას ფელიპე მასამ აჯობა.