Lamborghini Confirms Plug-In Hybrid, Turbocharged
Engines For Urus SUV
8 ოქტომბერი
ტურბო და ჰიბრიდული ტრენდების მიუხედავად, „ლამბორგინი“
ჯიუტად აცხადბდა, რომ კვლავაც მხოლოდ ატმოსფერული ძრავების გამოყენებას
გააგრძელებდა. მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო,
რადგან იტალიური კომპანია ამ სიჯიუტით მხოლოდ წაგებული დარჩებოდა. და აი, ცნობილი
გახდა, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელებიც „გატყდნენ“ - უგზოობის უახლეს ავტომობილს, რომელსაც
ამ ეტაპზე „ურუსად“ მოიხსენიებენ, კომპანია ტურბო ძრავით აღჭურვავს, მოგვიანებით
კი, მისთვისვე პლაგ-ინ ჰიბრიდულ აგრეგატსაც შეიმუშავებს.