Thursday, October 1, 2015

კონცეპტი „მაითი დეკ“ – „სუზუკის“ სიახლე ტოკიოსთვის

Suzuki Unveils The Mighty Deck Concept Ahead Of Its Official Debut
1 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის, რამდენიმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, მინი ავტომობილი „მაითი დეკია“. ამ კონცეპტში გაერთიანებულია როგორც ჰეჩბეკი, ასევე პიკაპიც და თუ გნებავთ, პლიაჟის ავტომობილიც. ის თავისი კოხტა გარეგნობით და მინიმალისტურად შესრულებული სალონით გამოირჩევა. და რაც მთავარია, იაპონიაში მეტად პოპულარულ, ეგრეთ წოდებული კეი ქარების სეგმენტს განეკუთვნება.

ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსია

Motor racing-F1 tweaks 2016 calendar with Australia brought forward
1 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსია დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასში რეკორდულად ბევრი, 21 ეტაპია შეტანლი. ოღონდ, კალენდრის პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიით, სეზონი ორი კვირით ადრე, 20 მარტს დაიწყება.

„მენორი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადადის

Motor racing-Manor Marussia to use Mercedes engines next season
1 ოქტომბერი
„მენორსა“ და „მერსედესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბრიტანული გუნდი მომავალ სეზონში გერმანული აგრეგატებით იასპარეზებს. „მენორი“ გასული სეზონის ბოლოს ბეწვზე გადაურჩა გაკოტრებას. უკვე ორი სეზონია, ის „ფერარის“ აგრეგატებით ასპარეზობს. სამქიმიანებისგან კი იმ აგრეგატს მიიღებს, რომელსაც ისინი ამ სეზონის მიწურულს იყენებენ.

ბატონი „მაკლარენში“ დარჩა

Motor racing-McLaren confirm Button to race on in 2016
1 ოქტომბერი
ჯენსონ ბატონი მომავალ სეზონსაც „მაკლარენში“ გაატარებს. ეს ინფორმაცია ბრიტანულმა გუნდმა სპეციალური განცხადებით გამოაქვეყნა. ამგვარად, წერტილი დაესვა ვარაუდს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი თავისი ფ1-ის კარიერის დასრულებას აპირებს.