Sunday, September 20, 2015

დათა ქაჯაიას ამჯერად ტექნიკამ უმტყუნა

20 სექტემბერი
ტურინგის კლასის ევროპის თასის (ETCC) მეხუთე ეტაპი, რომელიც ბელგიის ცოლდერზე ჩატარდა, დათა ქაჯაიასთვის ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. მართალია, პირველი რვა რბოლის მომგებ ქართველს ამჯერად ორიდან არცერთი რბოლა არ მოუგია, მაგრამ ამის მიზეზი ტექნიკა გახდა. ამის მიუხედავად, თავის კლასში (TC2T) ის მაინც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.

ფეტელის მესამე გამარჯვება

Motor racing-Vettel wins Singapore Grand Prix
20 სექტემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს პირობა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში მინიმუმ ორ რბოლას მოიგებდა, გადაჭარბებით არს შესრულებული - სინგაპურის დიდი პრიზი, მარანელოელთა ტიტულოვანმა ახალწვეულმა სებასტიან ფეტელმა მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში მათთვის მესამე გამარჯვებაა. ფეტელმა სტარტზევე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია.