Red Bull may seek engines from Ferrari after
Mercedes snub
12 სექტემბერი
„რედ ბულსა“ და „რენოს“ შორის ურთიერთობის დაძაბვა,
ავსტრიულ გუნდს ძრავების ბაზარზე გასვლას და აგრეგატის ახალი მიმწოდებლის მოძებნას
აიძულებს. პირველი კომპანია, რომელსაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლის გუნდმა
მიმართა, „მერსედეს-ბენცი“ იყო. მაგრამ სამქიმიანებმა უარით გამოისტუმრეს. დარჩა
ორი - „ჰონდა“ და „ფერარი“. მაგრამ ამათგან იაპონელები ჯერჯერობით მხოლოდ
„მაკლარენთან“ თანამშრომლობენ და სხვასთან ურთიერთობას თავს არიდებენ. ამგვარად,
რჩება მხოლოდ „ფერარი“.