10 სექტემბერი
ავტოსპორტის ქართველ მოყვარულს უთუოდ ემახსოვრება შოთა
აფხაზავას სარბოლო გუნდი „არტ ლაინი“, რომელიც გერმანიის ფორმულა 3-ის
ჩემპიონატში, ქართული დროშით ასპარეზობდა. გუნდმა 2009 და 2010 წლებში, ფ3-ში
გერმანიის თასი მოიგო და იმის ამბიციაც ჰქონდა, რომ ძირითად სერიაშიც მიეღწია
გამარჯვებისთვის. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც „დალარას“ შასის
გარდა, საკუთარსაც იყენებდა. ფ3-ში, მაშინაც და ახლაც, ეს დასაშვებია.