6 სექტემბერი
ამას უკვე მივეჩვიეთ. ქართველი მრბოლი ყველაფერს
იგებს, სადაც ფეხს დადგამს. თანაც არც მარტო გამარჯვებებია აღსანიშნი. დათა ძალიან
სწრაფად ეჩვევა ახალ ტექნიკას, გაზრდილ სიმძლავრეს, მისთვის უცნობ ტრასებს. და ყოველთვის,
მისთვის ახალი სერიის პირველივე რბოლიდან, გამარჯვებისთვის იბრძვის. ასე იყო
ლეჯენდსის კლასის ორ სხვადასხვა ევროპულ სერიაში. ასეა ევროპის ტურინგის კლასის
ავტომობილების თასზეც (ETCC), რომელშიც ამ სეზონიდან ჩაერთო და თავის კლასში ყველა,
უკვე რვავე რბოლა მოიგო!