Tuesday, August 25, 2015

ჩარლი უაიტინგის აზრით, დაცულ კოკპიტებს ალტერნატივა არ აქვს

F1 race director Charlie Whiting says protected cockpits will happen
25 აგვისტო
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური დირექტორი ჩარლი უაიტინგი დარწმუნებულია, რომ მალე ღიაბორბლიანი ავტომობილების რბოლებში, დაცული კოკპიტის მქონე ბოლიდები დამკვიდრდება. ინდიქარ-ში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, FIA-მ განაახლა დახურული კოკპიტების ვარიანტების შემუშავების და ტესტირების პროგრამა.

ფ1 გუნდ „ლიჟიეს“ დამაარსებელი გი ლიჟიე გარდაიცვალა

Former Formula 1 team boss and racing driver Guy Ligier dies
25 აგვისტო
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და საკუთარი გუნდის მფლობელი, ფრანგი გი ლიჟიე 85 წლისა გარდაიცვალა. ლიჟიეს დებიუტი ფ1-ში 1966 წელს, მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში შედგა, რომელშიც მან „კუპერ-მაზერატით“ იასპარეზა. თუმცა ავტოსპორტში მისვლამდე, სპორტის სულ სხვა სახეობებით იყო გატაცებული.

ჯასტინ ვილსონი რბოლისას მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

Motor racing-IndyCar driver Wilson dies after wreck
25 აგვისტო
ინდიქარის ბრიტანელი მრბოლი ჯასტინ ვილსონი, პოკონოს რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ოვალურ ტრეკზე, მაღალი სიჩქარით მოძრავ ვილსონს თავში წინ მიმავალი ამერიკელი სეიჯ კარამის მანქანის ცხვირის მსხვილი ნამტვრევი მოხვდა, რამაც მართვა დააკარგვინა. ვილსონის ბოლიდი კედელს შეეჯახა. 37 წლის პილოტი ქალაქ ალენთაუნის (შტატი პენსილვანია) ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღე კომაში გაატარა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.