დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 21, 2015

„მაკლარენს“ აგრეგატების შეცვლა სტარტზე 55 ადგილი დაუჯდება

Power unit changes to cost McLaren drivers 55 places
21 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე ჯამში 55 ადგილით უკან დადგომა მოუწევთ. ეს აბსურდული სიტუაცია, ძრავებზე არსებული ლიმიტის და მის დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის წყალობით შეიქმნა. რეალურად, „მაკლარენის“ პილოტებს, პელოტონის ბოლოდან სტარტის აღება მოუწევთ, რადგან ამაზე უკან დადგომა შეუძლებელია.

„ფორდმა“ „შელბი GT350R მუსტანგის“ წარმოება დაიწყო

First Shelby GT350R Mustang Roars Off The Assembly Line
21 აგვისტო
„ფორდმა“ თავის პოპულარულ მასკლქარ „მუსტანგის“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსიის, „შელბი GT350R-ის“ წარმოება დაიწყო. ფლეტ როკის ქარხნის კონვეიერიდან, პირველი ავტომობილი თვით კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა გამოიყვანა. „ეს „მუსტანგის“ ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ GT350 ფორმულა, სიახლეებით, სტილით და მახასიათებლებით, ახალ დონეზე ავიყვანეთ. დღეს ლეგენდა გაგრძელდა“, - განაცხადა ბილ ფორდმა (ფოტოზე, მანქანიდან გადმოსვლისას).

იღბლიანი და უსწრაფესი როსბერგი

Motor racing-Rosberg fastest in Belgium despite tyre blowout
21 აგვისტო
ნიკო როსბერგი ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ მეორე სესიის მიწურულს, გვარიანი ხიფათი შეემთხვა - მოსახვევ ბლანშიმონთან მიახლოებისას, დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარეზე, მის „მერსედესზე“ მოულოდნელად, უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა. ნიკომ მოახერხა მანქანის დამორჩილება და კედელთან შეჯახებას გადარჩა.

ლონდონში „ლენდ როვერ დიფენდერის“ გატაცებები გაიზარდა

DEFENDER THEFTS ON THE RISE
21 აგვისტო
ლეგენდარულ ავტომობილს ადრეც ყველაზე ხშირად იტაცებდნენ, მაგრამ ლონდონური პოლიციის განცხადებით, ბოლო დროს გამტაცებლებს შორის „დიფენდერზე“ განსაკუთრებული მოთხოვნაა. ადრე თუ ამ ავტომობილის ხშირ გატაცებებს მარტივი მიზეზი ჰქონდა - ის მინიმალურად იყო დაცული, ამჯერად სულ სხვა სიტუაციაა. ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოება მალე შეწყდება, რაც მის პოპულარობას ზრდის.