Thursday, July 30, 2015

„ჰონდა“ ძრავების სიმძლავრის შეზღუდვის წინააღმდეგია

Honda against power cap for F1 engines
30 ივლისი
„ჰონდა“ თვლის, რომ არასწორი იქნება, თუ ფორმულა 1-ში ძრავების სიმძლავრის მაქსიმუმს დააწესებენ. სიმძლავრის შეზღუდვის მომხრეები თვლიან, რომ ამგვარად ძრავების მწარმოებლებს შორის კონკურენცია გაძლიერდება და ისინი დაახლოებით თანაბარი სიმძლავრის აგრეგატების დამზადებას შეძლებენ. შეზღუდვას ბერნი ეკლსტოუნიც ემხრობა. ის თვლის, რომ მხოლოდ ამგვარად შეძლებენ „რენო“ და „ჰონდა“, „მერსედესთან“ და „ფერარისთან“ ჩამორჩენის შემცირებას, რადგან ეს ორი, გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ, განვითარებას ვეღარ მოახერხებს.

„ფორდის“ მეორე კვარტლის მოგება 44 პროცენტით გაიზარდა

Ford Q2 net soars 44% for strongest auto profit in 15 years
30 ივლისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოამერიკის ბაზარზე, მეორე კვარტალში მისი მოგება 44 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 2000 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ასეთი მიღწევა „ფორდმა“ ფაქტობრივად, თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-ის გარეშე დააფიქსირა - ამ ავტომობილის ახალი თაობის წარმოება სრული სიმძლავრით ივნისში დაიწყო. ახალი პიკაპის მოლოდინში, ძველის გაყიდვები ჩვეულებრივზე ნაკლები იყო.

„ლამბორგინი“ პებლ ბიჩში ახალ ავტომობილს წარადგენს

Private Showing Of Latest Lamborghini Supercar Set For Pebble Beach
30 ივლისი
მალე პებლ ბიჩში საავტომობილო კვირეული დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, ძალიან პოპულარული ელეგანტურობის კონკურსის გარდა, რბოლები, აუქციონები და დახურული პრემიერებიც მოეწყობა. კვირეულზე დასწრებისთვის საჭრო ბილეთი საკმაოდ ძვირი - 300 დოლარი ღირს, თუმცა ამ თანხით შეძენილი საშვი საკმარისი არაა იმისათვის, რომ დახურულ ჩვენებაზე მოხვდეთ. ეს დიდი ბიზნესის ნაწილია, სადაც მხოლოდ ელიტარულ მომხმარებლებს, კოლექციონერებს და უბრალოდ, ძალიან მდიდარ ადამიანებს ელიან.

„ინფინიტი“ ფ1-ის ბოლიდის ტესტების შანსს გაძლევთ

Infiniti Offers You The Chance To Win A Test Drive With A Formula 1 Car
30 ივლისი
„ინფინიტიმ“ ახალი მარკეტინგული კონკურსი-კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „ალტიმეიტ ტესტ დრაივ“ (მაქსიმალური ტესტ მართვა), რომლის გამარჯვებულსაც, „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილის საჭესთან დაჯდომის და მისი მართვის საშუალება მიეცემა!

შოთა აფხაზავამ სპა-ფრანკორშანზე წვიმაში გაიმარჯვა

30 ივლისი
ბელგიურ ტრეკ სპა-ფრანკორშანზე, „ლამბორგინის“ მონო სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მეოთხე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომელშიც მოყვარულთა კლასში (სულ სამი კლასია - პროფესიონალები, ნახევრად პროფესიონალები და მოყვარულები), საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი, შოთა აფხაზავა მონაწილეობს. აფხაზავამ ორიდან თავის კლასში ერთი რბოლა მოიგო, მეორეში მეოთხე ადგილი დაიკავა და კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.