28 ივლისი
„რენო“ ფორმულა 1-ში თავის სტრატეგიასთან დაკავშირებით,
გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. უკვე რამდენიმე თვეა, ფრანგული კომპანია და მისი
მარკეტოლოგები ამ საკითხს განიხილავენ. მათი მიზანი ისაა, რომ ფ1-ში მიღწეული წარმატებებისგან
კომპანიის ბიზნესმა უფრო მეტი იხეიროს. ამასთან, დიდი პრიზების ცირკის დატოვებაც
არაა გამორიცხული. „რენოს“ მთავარი მიზანი, ფ1-ში დარჩენაა, ოღონდ რომბებს სურთ,
რომ კვლავ საკუთარი გუნდით იასპარეზონ და ამისათვის, „ლოტუსის“ გამოსყიდვას ცდილობენ.