Two U.S. teams on the F1 grid in 2016? It could
happen
17 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმლა 1-ის მსოფლიო
ჩემპიონატში, ორი ამერიკული გუნდი ჩაებას. მათგან ერთის - „ჰაასის“ დებიუტი
მომავალ სეზონში იგეგმება. მეორე კი შესაძლოა მაჩანჩალა „მენორის“ საფუძველზე
აღმოცენდეს. საქმე ისაა, რომ ფ1-ით დაინტერესდნენ ტექსასელი პრომოუტერი ტავო ჰელმუნდი
და ნიუ იორკელი ფინანსისტი ჯეიმს კარნი, რომლებიც ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფს
ხელმძღვანელობენ. ფ1-ის გუნდის შესყიდვით სწორედ ეს ჯგუფია დაინტერესებული.