Tuesday, July 14, 2015

ჩინურმა კომპანიამ ნაჭუჭისებრი დასაკეცი გარაჟი გამოიგონა

Chinese Company Invents Cocoon Garage That Wraps Around the Car
14 ივლისი
მჟავიანი წვიმები, სეტყვა, ხეების ნარჩენები და ჩიტების გამონაყოფი, ძლიერ აზიანებს ავტომობილების ძარებს და მათ კოროზიისადმი მიდრეკილს ხდის. ჩვენში ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია კერძო გარაჟებით, რომლებიც ამახნჯებს ქალაქების იერსახეს. თანამედროვე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დახურული სადგომები აქვს. მაგრამ ავტომობილების დიდ უმეტესობას მაინც ღია ცის ქვეშ დგომა უწევს.

„ლამბორგინი ავენტადორ LP 750-4 სუპერველოჩე“ დუბაიში იყიდება

Lamborghini Aventador LP 750-4 Superveloce for Sale in Dubai
14 ივლისი
ეს ავტომობილი იმდენად იშვიათია, რომ ღირს მის ყოველ ეგზემპლარზე ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, როცა იცი, რომ ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერიდან ძალიან მოკლე დროში, იტალიურმა კომპანიამ, მის 500-ვე ეგზემპლარზე მიიღო შეკვეთები. არადა, ის 327 190 ევრო და პლუს გადასახადები ღირს.

ბილ ფორდი სტივენ სპილბერგისგან ჯილდოს მიიღებს

Bill Ford To Receive Humanitarian Award From Steven Spielberg
14 ივლისი
სახელოვანი კინორეჟისორი და პროდიუსერი სტივენ სპილბერგი, კაცობრიობის ელჩის საპატიო ჯილდოს გადასცემს „ფორდ მოტორის“ აღმასრულებელ თავმჯდომარე ბილ ფორდს (ფოტოზე). ეს ჯილდო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის შოას ფონდის მიერაა დაარსებული, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელიც თავად სპილბერგია. ორგანიზაციის გალა ცერემონია 10 სექტემბერს გაიმართება და ფორდსაც იქ დააჯილდოებენ.

„ბეემვე X6 M“ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე - 8:20

2016 BMW X6 M Reportedly Posted an 8:20 Minute Lap Around the Nurburgring
14 ივლისი
მართალია, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ცალკეულ მონაკვეთებზე სიჩქარეები შეიზღუდა, მაგრამ ამ ლეგენდარულ ტრეკზე, მაინც არამხოლოდ სიჩქარის ცალკეული მოყვარულები იკმაყოფილებენ ადრენალინზე მოთხოვნილებას, არამედ დიდი კომპანიებც ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. ეს ხან ოფიციალურად ხდება, ხან კი არაოფიციალურად. მაგრამ ინფორმაცია ვრცელდება და მყიდველის მოზიდვასაც უწყობს ხელს...

დიეტა ავტონომიური „აუდი RS7’სთვის“

Audi Put the RS7 Autonomous Prototype On a Diet, It Lost 400 Kg
14 ივლისი
„აუდი“ ინტენსიურად მუშაობს უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიებზე. მათ გამოსაცდელად, შესაბამისი სისტემებით, RS7 აღჭურვა, რომელსაც სხვადასხვა პირობებში უტარდება ტესტები. ახლახანს კი გერმანულმა კომპანიამ მას განახლება ჩაუტარა, რის შედეგადაც პროტოტიპმა წონაში დაახლოებით 400 კილოგრამი დაიკლო. შეიცვალა ავტომობილის გაფორმებაც.