Friday, July 3, 2015

სილვერსტოუნზე უსწრაფესი როსბერგია

Motor racing-Rosberg fastest in British GP practice
3 ივლისი
ბრიტანელი მაყურებლისთვის გასაკვირად და გულდასაწყვეტად, ბრიტანული დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დროები ნიკო როსბერგს ჰქონდა. მისი თანაგუნდელი და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი კი არასაკმარის სიჩქარეს უჩიოდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ის მეორე პრაქტიკის შემდეგ იყო, რომელზეც „ფერარის“ ორივე პილოტმა აჯობა.

ჯორჯეტო ჯუჯარომ საკუთარი კომპანია დატოვა

Giorgetto Giugiaro Quits His Company, Audi Buys Remaining Stake
3 ივლისი
საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ, საკუთარი კომპანიის აქციების მის ხელთ არსებული პაკეტიც მიჰყიდა „აუდის“, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი „იტალდიზაინს“ სრულად დაეუფლა. აქციების გაყიდვის პარალელურად, ჯუჯარომ კომპანიის ხელმძღვანელის პოსტიც დატოვა.

„ლამბორგინი“ „ავენტადორ სუპერველოჩე როდსტერს“ გამოუშვებს

Lamborghini Confirms the Arrival of the Aventador Superveloce Roadster
3 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ „ავენტადორ LP 750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიას გამოუშვებს, სახელად „ავენტადორ SV როდსტერ“ (SV - სუპერ ველოჩე). იტალიური კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანს ახალი ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის გაგვანდო, რომ სანტ’აგატა ბოლონეზეში მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.

„რედ ბულმა“ შეიძლება საგზაო სუპერ ავტომობილი გამოუშვას

Red Bull Racing road car still possible, says Christian Horner
1 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „რედ ბულმა“ საკუთარი სუპერ ავტომობილის წარმოება დაიწყოს. როგორც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, ფ1-ის ავსტრიული გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მომავალში ეს გამორიცხული არაა. უფრო მეტიც, „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ ასეთი ავტომობილის ესკიზებზე უკვე მუშაობს. ჰორნერი ამბობს, რომ ნიუის ამ პროექტზე მუშაობა სურს.