Rhys Millen wins Pikes Peak under all-electric
power
1 ივლისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა, მის ისტორიაში
შევიდა - მისი გამარჯვებული ელექტრომობილით მოასპარეზე რის მილენი გახდა. ახალზელანდიელმა
მრბოლმა გამარჯვება ლატვიური ელექტრული ღია პროტოტიპით მოიპოვა და
ელექტრომობილებისთვის პაიკს პიკის რეკორდიც გააუმჯობესა. 19.99 კილომეტრი მან 9
წუთსა და 07.222 წამში გაიარა. მეორე ადგილიც ელექტრომობილით მოასპარეზე პილოტის
საკუთრება გახდა. იაპონელმა ნობუჰირო „მონსტერ“ ტაძიმამ, ხორვატული „რიმაკ e-რანერით“,
აღმართის გავლას 9 წუთი და 32.401 წამი მოანდომა.