28 ივნისი
ტურიზმის კლასში ევროპის ჩემპიონატზე დათა ქაჯაიას
წარმატებულ გამოსვლასაც ისევე სწრაფად მივეჩვიეთ, როგორც ეს წინა სამ სეზონში,
ლეგენდების კლასის ევროპული რბოლებისას ხდებოდა. ETCC-ს სერიის პირველ სამ ეტაპზე,
დათამ თავის კლასში (TC2T) ექვსივე რბოლა მოიგო და დამაჯერებლად ლიდრობს. უფრო
მეტიც, ის უფრო სწრაფი „სეატების“ პილოტებთანაც ახერხებს ბრძოლას და ამის
დასტურად, ორჯერ აბსოლუტურში მეორე იყო.