Monday, June 22, 2015

ნურბურგრინგზე სიჩქარე შეიზღუდება

Nürburgring CEO Officially Confirms Speed Limits And Ban On Record Laps
22 ივნისი
როგორც ჩანს, წარსულს ბარდება ის დრო, როცა საავტომობილო კომპანიები, თავიანთი ავტომობილების მიერ ნურბურგრინგზე ნაჩვენები დროით იწონებდნენ თავს. ამიტომ, ლეგენდარული გერმანული ტრასის ჩრდილოური მარყუჟის წრის რეკორდის დასამყარებლად, ისინი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ და ისეთ სრულყოფილ მანქანებს ქმნიან, რომლებითაც რომ არ იამაყო, დანაშაულიც კი იქნება.

კონცეპტუალური ფორმულა 1 დახურული კოკპიტით

Uber Cool Closed-Cockpit Formula 1 Concept Just Looks Mega
22 ივნისი
სანამ ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის პირველივე წრეზე, ფერნანდო ალონსოს „მაკლარენი“ კიმი რაიკონენის „ფერარის“ თავზე „მოიკალათებდა“, ინტერნეტით გავრცელდა ერთი საინტერესო კონცეპცია, რომელიც ფ1-ის დახურული კოკპიტის მქონე ბოლიდს გვაცნობს. ის ჰოლანდიელ დიზაინერ ანდრიეს ვან ოვერბეეკეს მიერაა შემუშავებული.

სარეკორდო „ფერარი ტესტა დ’ორო“ გაიყიდება

Is This Gorgeous One-Of-A-Kind Ferrari Testa D’Oro for Sale?
22 ივნისი
„ფერარის“ ავტომობილები ყოველთვის გამორჩეულია. მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჰყავთ თაყვანსმცემლები. კვიცებს შორის გამორჩეულები კი იტალიურ კომპანიას მოდენასა და მარანელოში არსებულ, თავის მუზეუმებში აქვს გამოფენილი. ერთ-ერთი მათგანია სარეკორდო გარბენის შესასრულებლად შემუშავებული „ტესტა დ’ორო“, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დამზადდა.

ქაჯაიას ოთხიდან ოთხი გამარჯვება

22 ივნისი
დათა ქაჯაიამ ტურინგის კლასში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, რომელიც სლოვაკია რინგზე გაიმართა, მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა და ისინი თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა. უფრო მეტიც, ქართველმა პილოტმა, მეორე რბოლაში უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და აბსოლუტურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა. მან წამზე ოდნავ მეტი წააგო გამარჯვებულთან, სერბ დუშან ბორკოვიჩთან.