Sunday, June 14, 2015

ოჟიემ იტალიის რალი მოიგო

Rallying-Ogier wins in Italy with Paddon second
14 ივნისი
მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟეს გამარჯვებით დასრულდა რალიში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - იტალიის რალი, რომელიც კუნძულ სარდინიაზე ჩატარდა. „ფოლკსვაგენის“ პილოტმა სამ წუთზე მეტით აჯობა უახლოეს მდევარს, ახალზელანდიელ ჰეიდენ პადონს, ვისთვისაც ეს კარიერაში პირველი კვარცხლბეკია. ოჟიემ ასევე ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რისთვისაც ბონუს ქულებიც დაიმსახურა. ეს ამ სეზნში მისი მეოთხე გამარჯვებაა.

ჰულკენბერგმა და „პორშემ“ ლე მანის რბოლა მოიგეს

Motor racing-Hulkenberg wins Le Mans in Porsche one-two
14 ივნისი
დღეს „პორშესთვის“ დიდი დღეა - გერმანული კომპანიის საქარხნო გუნდმა, ლე მანის ლეგენდარულ 24-საათიან რბოლაში, მე-17 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული ეკიპაჟის (N19) წევრი იყო ფ1-ის გუნდ „ფორს ინდიას“ გერმანელი მრბოლი ნიკო ჰულკენბერგი, რომელმაც თავის კარიერაში პირველად იასპარეზა ლე მანის რბოლაში. მასთან ერთად, ეკიპაჟში შედიოდნენ ახალზელანდიელი ერლ ბამბერი და ბრიტანელი ნიკ ტანდი. ფინიშის ხაზთან ავტომობილი სწორედ ჰულკენბერგმა მიიყვანა.