Saturday, June 13, 2015

„ფორდმა“ ჩიკაგოში ახალი „ექსპლორერის“ წარმოება დაიწყო

Ford Starts Building 2016 Explorer In Chicago
13 ივნისი
„ფორდმა“ თავის ჩიკაგოს ქარხანაში, თავის ყველაზე გაყიდვად უგზოობის მოდელ „ექსპლორერის“ განახლებული ვერსიის წარმოება დაიწყო. ცისფერმა ოვალმა ეს ავტომობილი პირველად 1990 წელს გამოუშვა და მას შემდეგ უკვე 7 მილიონზე მეტი გაჰყიდა. უკვე 25 წელია, რაც „ექსპლორერი“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი უგზოობის ავტომობილის წოდებას ინარჩუნებს.

პატრიკ ჰედს რაინდის წოდება მიენიჭა

Sir Patrick Head joins Frank Williams with knighthood
13 ივნისი
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინჟინერს, „უილიამსის“ თანადამაარსებელსა და თანამფლობელს, მის ყოფილ ტექნიკურ დირექტორს, 69 წლის პატრიკ ჰედს, ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთის იუბილეზე, რაინდის წოდება მიანიჭეს.

„მაკლარენი“ ავსტრიისთვის ბოლიდის ახალ ცხვირს ამზადებს

McLaren can use new nose in Austria after passing crash test
13 ივნისი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ავსტრიის დიდი პრიზისთვის, მანქანის ახალი ცხვირის გამოყენების უფლება მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ელემენტმა ქრეშ ტესტები წარმატებით გაიარა. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, უოკინგელები ახალი ცხვირით ავსტრიაშივე იასპარეზებენ, თუ მის გამოყენებას შემდგომი ეტაპებიდან დაიწყებენ.

AMG ელექტრო დამჭირხნების გამოყენებას აპირებს

Report Says AMG Will Use Electric Supercharger In The Future
13 ივნისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „მერსედეს-ბენცის“ ქვე-ბრენდმა AMG-მ, თავის ძრავებზე ელექტრო დამჭირხნების გამოყენება დაიწყოს. მსგავს გადაწყვეტაზე არაერთი კომპანია უკვე ატარებს ექსპერიმენტებს და როგორც ჩანს, ფერხულში AMG-ც ჩაერთვება. ამ ინფორმაციას, ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ავრცელებს.