Thursday, June 11, 2015

1990 წლის „უილიამს-რენო FW13B“ აუქციონზე გაიყიდება

1990 Williams-Renault FW13B Formula 1 To Go Under The Hammer
10 ივნისი
ფორმულა 1-ის ავტომობილების ფასს ხშირად კითხულობენ ხოლმე, მაგრამ ზუსტ რიცხვს ალბათ არავინ დაასახელებს. იმის თქმა შეიძლება, რომ ერთ სეზონში ერთი ბოლიდის აგება, მომსახურება, სერვისი და სხვა, ათეულობით მილიონი ევრო ჯდება. ადრე ეს ყველაფერი გაცილებით „იაფი“ ჯდებოდა, თუ შეიძლება, რომ ამაზე იაფი ითქვას. მთავარი ისაა, რომ ფ1-ის ახალ ბოლიდს ვერსად შეიძენთ.