Sunday, June 7, 2015

ჰამილტონის მეოთხე გამარჯვება კანადაში

Motor racing-Hamilton savours Canada win after Monaco blow
7 ივნისი
კანადური რბოლის კვალიფიკაციის წინ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მონკოს გაწბილება წარსულში დატოვა და მონრეალში ისევ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა. ასეც მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ თავის მთავარ მეტოქესა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგს ფინიშთან მხოლოდ 2.2 წამით მიასწრო, მაინც მთელ რბოლას დამაჯერებლად ლიდერობდა.

„ფორდი“ სამცილინდრიან ძრავს დეაქტივაციის სისტემით აღჭურვავს

Ford 1.0 EcoBoost with Cylinder Deactivation Technology is a Possibility
7 ივნისი
„ფორდმა“ სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავის წარმოება 2012 წელს დაიწყო და ასეთ მოკლე დროში, ამ პატარა ძრავმა, ზედზედ სამჯერ მოიპოვა წლის საუკეთესო აგრეგატის წოდება. ის სულ უფრო პოპულარულია თვით ამერიკულ ბაზარზეც კი, სადაც ძრითადად მრავალცილინდრიან ძრავებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ ცისფერი ოვალისთვის ესეც არაა საკმარისი.

„სუზუკიმ“ თავისი პირველი დიზელი გამოუშვა

Suzuki Builds Its First Diesel Engine, A 0.8L 2-Cylinder Rated At 47 HP
7 ივნისი
„სუზუკიმ“ თავის ისტორიაში პირველი დიზელის ძრავი შეიმუშავა. ეს არის მსუბუქი, 0.8-ლიტრიანი, ორცილინდრიანი ტურბო აგრეგატი, რომლითაც პირველ რიგში, ინდური ბაზრისთვის განკუთვნილი მცირელიტრაჟიანი ავტომობილები აღიჭურვება. პირველი ავტომობილი, რომელზეც იაპონური კომპანია ამ ძრავს გამოიყენებს, საქალაქო მინი ავტომობილი „სელერიოა“.

ბატონის მანქანაზე ძრავის ახალ კომპონენტებს გამოიყენებენ

McLaren confirms new engine parts for Button
7 ივნისი
„მაკლარენმა“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანადის დიდ პრიზზე, ჯენსონ ბატონის მანქანაზე, ძალური დანადგარის ახალ კომპონენტებს გამოიყენებენ. ბატონს ისედაც ბოლო ადგილიდან უწევს სტარტის აღება, რის გამოც, ზედმეტი ძრავის გამოყენებისთვის, ამაზე უკან ვეღარ დასწევენ. სწორედ ამიტომ, მას რბოლის დროს, პიტლეინზე საჯარიმო გავლა მოუწევს.

ოთხი „ფერარი FXX K“ იმოლაში გაასეირნეს

Ferrari FXX K On Imola Sounds Incredible
7 ივნისი
„ფერარიმ“ დაასრულა თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „ლაფერარის“ სატრეკო ვერსია FXX K-ს ტესტირება. მალე კი ყველა ეგზემპლარს, რომელთა წარმოებასაც აპირებს, ბუდაპეშტში, სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრა „ფერარი რეისინგ დეისზე“ ჩაიყვანს. თუმცა მანემდე, ოთხი მათგანი იმოლაში ჩაიყვან, სადაც ენცო და დინო ფერარის სახელობის ლეგენდარულ ავტოდრომზე „გაასეირნა“.