„ლენდ როვერმა“ მემკვდრეობის მართვის გამოცდილება

Land Rover Opens Heritage Driving Experience In The UK
5 ივნისი
ნათესავი „იაგუარის“ მსგავსად, „ლენდ როვერმაც“ თავისი კლასიკური ავტომობილების მართვის მოსურნეთათვის, სპეციალური პროგრამა - „მემკვდრეობის მართვის გამოცდილება“ შეიმუშავა. ამისათვის გამოიყო მომხმარებელთა ტესტებისთვის განკუთვნილი სატესტო პოლიგონი, რომელიც ფენ ენდში, ვესტ მიდლენდში მდებარეობს.

„ფერარი დინო“ ბრუნდება

Sergio Marchionne Confirms New Ferrari Dino
5 ივნისი
„ფიატ კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ფერარი“ მომცრო კუპეს გამოუშვებს, რომელსაც სახელად „დინო“ დაერქმევა. ეს ინფორმაცია მარკიონემ პირველად ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“ გაუმხილა. მისი თქმით, „დინოს“ აღდგენა დროის ამბავი იყო და ეს დრო სწორედ ახლა დადგა. მაგრამ ახალ „დინოს“ ის მისია აღარ ექნება, რაც 1960-70-იან წლებში ჰქონდა.

ანიელის „ფერარი 166 MM“ ვილა დ’ესტეს კონკურსზე

1950 Ferrari 166 MM Ordered By Gianni Agnelli Wins The Public’s Prize At Villa D’Este
5 ივნისი
ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, 1950 წელს გამოშვებული „ფერარი 166 MM“ იყო, რომელიც დამსწრეთა გამოკითხვამ, საუკეთესო ექსპონტად დაასახელა და მის მფლობელს შესაბამისი ოქროს თასი გადაეცა. დახვეწილი გარეგნობის გარდა, რომლის გამოც აღიარება დაიმსახურა, ეს ავტომობილი თავისი საინტერესო ისტორიითაცაა გამორჩეული.