Monday, May 25, 2015

მონტოიამ 99-ე ინდი 500 მოიგო

Motor racing-Indy 500 brings Montoya's career full circle
25 მაისი
ხუან პაბლო მონტოიამ მეორედ მოიგო ინდ 500. მიუხედავად იმისა, რომ რბოლის დასაწყისში მისი მანქანა სარემონტო გახდა, მან მაინც შეძლო ბოლოს დაწინაურება და პირველმ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. 200 წრიდან, ის მხოლოდ 9 წრეზე ლიდრობდა პელოტონს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პირველს გადაეკვთა ფინიშის ხაზი და ტრიუმფატორისთვის განკუთვნილი ერთი ლიტრი რძეც დაელია.

პორტუგალიის რალი ლატვალამ მოიგო

Rallying-Latvala wins in Portugal
25 მაისი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ეტაპი - პორტუგალიის რალი. ლატვალამ ამ სეზონში თავისი პირველი გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონსა და თანაგუნდელ სებასტიან ოჟიესთან დაძაბულ პაექრობაში მოიპოვა. გამსაკუთრებით უშეღავათო ბრძოლა მათ შორის ბოლო სამ სპეცმონაკვეთზე გაიმართა და საბოლოოდ, ლატვალამ 8.2 წამით აჯობა თავის ტიტულოვან მეტოქეს.