Saturday, May 16, 2015

„ფორდ მონდეო ვინიალე“ რომს ესტუმრა

New Ford Mondeo Vignale Photos From Media Drive Event In Rome
16 მაისი
ეს მედია გასეირნება იყო, რომელიც ცისფერმა ოვალმა თავის პირველ პრემიუმ ავტომობილს მარადიულ ქალაქში მოუწყო. „მონდეო ვინიალე“ ის ავტომობილია, რომლითაც ამერიკული კომპანია მისთვის უჩვეულო, პრემიუმ სეგმენტში იწყებს მოღვაწეობას. რაც მთავარია, მის მყიდველს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველანაირ კომფორტს პირდება.

„ლენდ როვერ დიფენდერის“ გაყიდვები 23 პროცენტით გაიზარდა

LAND ROVER DEFENDER SALES UP 23%
16 მაისი
„ლენდ როვერი“ მალე შეწყვეტს ლეგენდარული „დფიენდერის“ ახლანდელი თაობის წარმოებას და როგორც ჩანს, ამ გარემოებამ, მყიდველებს დამატებითი მადა აღუძრა. ისინი დიდი მონდომებით ყიდულობენ ავტომობილს, რომელიც მალე ისტორიის კუთვნილება გახდება. აპრილში “დიფენდერის“ გაყიდვები 23 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, 18 პროცენტით არის გაზრდილი „დისქავერის“ და „რეინჯ როვერის“ გაყიდვები.

„ფოლკსვაგენის“ ორი ახალი ძრავი

VW reveals plans for 270bhp turbo triple and new W12 engines
16 მაისი
ვენაში გამართულ ძრავების სიმპოზიუმზე, „ფოლკსვაგენმა“ თავისი ორი უახლესი ძრავი წარადგინა, რომლების გამოყენებასაც ძალიან მალე დაიწყებენ მის ჯგუფში შემავალი კომპანიები. ამათგან ერთია სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი TSI, რომელიც EA211 აგრეგატის ბაზაზე შეიქმნა, მეორე კი - 6.0-ლიტრიანი W12 TSI.

ფორმულა 1-ში გარდაქმნა მზადდება

Full details of the Strategy Group's Formula 1 revamp plan
16 მაისი
ფორმულა ერთის სტრატეგიულმა ჯგუფმა შეიმუშავა ხალი ტექნიკური რეგლამენტის გეგმა, რომლის მიზანიც, „უფრო სწრაფი მანქანები და საინტერესო რბოლებია“. რეფორმის ავტორებს სურთ, რომ რბოლების სანახაობრივი მხარე გაუმჯობესდეს, რასაც ტრიბუნების გავსება და სატელევიზიო რეპორტაჟების მაყურებელთა რიცხვის ზრდა მოჰყვება.