Friday, May 8, 2015

„ლენდ როვერი“ სუპერ ლუქს ავტომობილს არ გამოუშვებს

Land Rover not planning Bentley and Rolls rival
8 მაისი
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტმა ჯოი ებერჰარდტმა განაცხადა, რომ ბრიტანული კომპანიის ფლაგმან ავტომობილად კვლავაც „რეინჯ როვერი“ დარჩება და რომ „როლს-როისის“ და „ბენტლის“ უგზოობის მოდელების კონკურენტის წარმოება არ იგეგმება.

ჰამილტონი ვარჯიშზეც უსწრაფესია

Motor racing-Hamilton on top in Spanish GP practice
8 მაისი
ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრეკზე უსწრაფესია. თუნდაც თავისუფალი პრაქტიკების დროს. მართალია, ესპანეთის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე მას თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა, მაგრამ მეორე სესიაზე ჩემპიონმა „თავისი ადგილი“ დაიკავა. როსბერგმა კი, პირველ სესიაზე, პიტლეინზე გადაადგილების წესი დაარღვია, რის გამოც სტიუარდებმა მას გაფრთხილება მისცეს.