3 მაისი
დათა ქაჯაიამ
ევროპის ტურინგის კლასის ავტომობილების თასზე (ETCC) დებიუტი ორი
გამარჯვებით დააგვირგვინა. სერიის პირველივე ორ ეტაპზე, რომლებიც ბუდაპეშტის
ჰუნგარორინგზე ჩატარდა, მას ბადალი არ ჰყავდა თავის კლასში (სუპერ 2000 TC2T),
რომელიც სერიის უმაღლეს კლასად კი ითვლება, მაგრამ უსწრაფესი არაა. უფრო მეტიც,
დათას პირველ რბოლაში, აბსოლუტურ ჩათვლაშიც კი შეეძლო გამარჯვება...