Saturday, May 2, 2015

მასას „უილიამსში“ დარჩენა სურს

Massa says he intends to stay at Williams
2 მაისი
ფელიპე მასა ამბობს, რომ შემდეგ სეზონშიც „უილიამსში“ დარჩენა სურს. ბრალიელი მრბოლი ბრიტანულ გუნდში „ფერარიდან“ გასული სეზონიდან გადავიდა. ძნელი დასაწყისის მიუხედავად, მან ფორმა დაიბრუნა და დიდი წვლილი შეიტანა გროველთა მოწინავეთა რიგებში დაბრუნებაში. არადა, „ფერარიში“ ერთთავად ფერნანდო ალონსოს ჩრდილში იმყოფებოდა.

დათა ქაჯაიამ ETCC პოულით დაიწყო

2 მაისი
დავით ქაჯაიამ ტურინგის ავტომობილების ევროპის თასზე თავისი პირველი გამოსვლა პატარა გამარჯვებით დაიწყო - ბუდაპეშტის ჰუნგარორინგზე, სადაც სერიის პირველი ეტაპი ტარდება, თავის კლასში (სუპერ 2000 TC2T) პოულ პოზიცია მოიპოვა. აბსოლუტურ ჩათვლაში კი, სადაც ესპანურ კომპანია „სეატის“ მონო კლასის მონაწილენი დომინირებენ, მე-6 დრო აჩვენა.