2016 Ford Focus RS Arriving in China via the
Shanghai Auto Show
27 აპრილი
ადრე „ფოკუს RS-ი“ ძირითადად ევროპული ბაზრისთვის
განკუთვნილი მხურვალე ჰეჩბეკი იყო, მაგრამ ძველ კონტინენტზე ისეთი ავტორიტეტი
მოიხვეჭა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასზე სოლიდური მოთხოვნა გაჩნდა.
პარალელურად, „ფორდმა“ თავისი სამოდელო გამის გლობალიზაცია დაიწყო და ბუნებრივია,
ამ პროცესმა ისეთი ნიშური ავტომობილიც მოიცვა, როგორიცაა „ფოკუს RS-ი“. და ეს
ავტომობილი პირველად შეაქვს აზიის ბაზარზე. ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი
შანჰაის ავტო შოუზე გადაიდგა.