Suzuki Vitara – Auto Shanghai Live
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უგზოობის უახლესი
ავტომობილი „ვიტარაც“ წარადგინა. ამ ავტომობილის წარმოება უნგრულმა ქარხანამ უკვე
დაიწყო. მალე კი ის ჩინეთის ბაზარზეც შევა. ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა
პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ამჯერად კი ის ცისქვეშეთშიც წარადგინეს.
ახალი „ვიტარას“ დიზაინი, კონცეპტუალური „iV-4-ის“
შთაგონებითაა შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ფრანკფურტის 2013 წლის
მოტორ შოუზე გაგვაცნო.