4 აპრილი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო
წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც ახალი სეზონიდან, ოთხ კლასში ტარდება.
საერთო ჯამში, 60-მდე მონაწილემ მოიყარა თავი, რომლებმაც ოთხივე კლასში მაყურებელს
საინტერესო სანახაობა შესთავაზა. განსაკუთრებით დაძაბული, ლეჯენდსის, ფორმულა
ალფას და „ჰონდას“ მონო კლასის რბოლები გამოდგა, რომლებში გამარჯვებისთვისაც,
სტარტიდან ფინიშამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა.