23 მარტი
5 აპრილს სტარტს აიღებს საქართველოს 2015 წლის
ჩემპიონატი წრიულ რბოლებში. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც რუსთავის და
ისტანბულის ტრეკებზე, დაძაბული რბოლების მოწმენი გავხდებით - როგორც ყოველთვის,
ფორმულა ალფასა და ლეჯენდსის კლასებში, ასევე „ჰონდას“ მონო კლასში, გამარჯვებისთვის
უშეღავათო რბოლების მოწმენი ვართ ხოლმე. ახალი სეზონიდან კი მაყურებელს ტრიბუნაზე
ახალი კლასი - „ბეემვე“ კომპაქტიც მოიზიდავს. ამის გარანტიას, საქართველოში
ბავარიული კომპანიის პოპულარობა იძლევა.