Monday, March 2, 2015

ოფიციალურად: „ლენდ როვერი“ ღია „ევოუკს“ გამოუშვებს

Range Rover Evoque Convertible Officially Confirmed, Will Arrive Next Year
2 მარტი
„ლენდ როვერმა“ დაადასტურა, რომ წარმოებისთვის „რეინჯ როვერ ევოუკის“ კაბრიოლეტისძარიან ვერსიას ამზადებს, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ბრიტანულმა კომპანიამ ახალი ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ის კამუფლირებულ ფორმაშია და ტესტებს ლონდონის მშენებარე მიწისქვეშა გვირაბში გადის.

„უილიამსი“ პირველ რბოლაში „ძალიან კონკურენტუნარიანი“ იქნება

Williams have “very competitive” car for first race
2 მარტი
ვალტერი ბოტასი თვლის, რომ ახალი სეზონისთვის „უილიამსი“ კარგადაა მომზადებული. ფინელმა მრბოლმა, ვინც გასულ სეზონში რამდენჯერმე შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა, ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს საუკეთესო დრო დააფიქსირა.

ფეტელი: „ფერარი“ „მერსედესის“ უკანაა

Ferrari in the fight behind Mercedes, says Vettel
2 მარტი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ „მერსედსს“ ისევ აშკარა უპირატესობა აქვს მეტოქეებთან, თუმცა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სეზონისწინა ტესტებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ „ფერარი“ მერსედესისგან“ შორს არაა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ „უილიამსი“ და „რედ ბული“ არანაკლებ კარგად არიან მომზადებული.

მიკ შუმახერი ფორმულა 4-ში

Schumacher's son to make F4 debut
2 მარტი
მიკ შმახერი და ფრიტს ვან ამერსტოორფი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა კონტრაქტი გააფორმა წამყვან ჰოლანდიურ მოტორსპორტულ გუნდ „ვან ამერსტოორფ რეისინგთან“, რომლის ბოლიდითაც გერმანიის ფორმულა 4-ის ჩემპიონატში იასპარეზებს. 15 წლის გერმანელისთვის ეს ღიაბორბლიან სარბოლო სერიებში პირველი ნაბიჯია, რითაც ფ1-სკენ აღმასვლას იწყებს. აქამდე ის კარტინგის რბოლებში ასპარეზობდა.