Thursday, February 19, 2015

საპოლიციო გზაგადამჭრელი „ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე

Ford Unveils Explorer-Based 2016 Police Interceptor Utility
19 თებერვალი
მოდელ „ექსპლორერის“ განახლების შემდეგ, „ფორდმა“ მის ბაზაზე დამზადებული უგზოობის საპოლიციო მოდელი „პოლის ინტერსეპტორიც“ გადაახალისა. ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჩიკაგოს ავტო შოუზე გაიმართა, განახლებული დიზაინი და მაჩვენებლების დაფა აქვს. გაუმჯობესდა ელექტრონული სისტემა, მუხრუჭები. საკიდარი მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი. რაც მთავარია, ავტომობილის ძირითადი ცვლილებები პოლიციისთვის საჭირო სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.

„მაკლარენ P1 GTR“ საბრძოლო ფორმაში და 1000 ცხენის ძალით

McLaren Unveils New 1000PS P1 GT-R in its Final Form
19 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მაკლარენი“ თავის სუპერ ავტომობილ P1 GTR-ის საბოლოო ვერსიას გვიჩვენებს. მანამდე კი მისი ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა. უოკინგელები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სატრეკო „სათამაშოა“, რაც კი ოდესმე შექმნილა.

„რედ ბული“ ფორმულა ერთს დაეპატრონება?

19 თებერვალი
ასეთ სენსაციურ ვარაუდს აქვეყნებს გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ პოპულარული რეპორტიორი მიხაელ შმიდტი, რომელიც წერს, რომ შესაძლოა, „რედ ბულმა“ საკუთარი ფ1-ის გუნდი „აუდის“ მიჰყიდოს და თავად ბერნი ეკლსტოუნისგან ფ1-ის სერია შეიძინოს. ამასთან, შმიდტი თავადვე აღიარებს, რომ ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომელსაც კულუარებში მაინც ინტენსიურად განიხილავენ.

„ფორდი“ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტებს მასობრივად გამოუშვებს

Ford To Develop Affordable, High-Volume Carbon Fiber Production
19 თებერვალი
ას წელზე მეტი ხნის წინათ, „ფორდმა“ საავტომობილო სამყარო, „მოდელ T-ს“ დახმარებით გარდაქმნა. ახლა კი დგება დრო, როცა დირბორნელები ავტო ინდუსტრიას კიდევ ერთ რევოლუციას უმზადებენ და მას კარბონის კომპოზიტის ფერი ექნება. ცისფერ ოვალს სწორედ ამ მასალის მასობრივად წარმოება და ავტომობილებში დანერგვა სურს.

„სუზუკი ვიტარა“ ევროპას უბრუნდება

New Suzuki Vitara Priced from £13,999 in the UK, Goes on Sale in April
19 თებერვალი
„სუზუკის“ სრულიად ახალი უგზოობის ავტომობილი „ვიტარა“, რომელიც ბაზარს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ევროპის ბაზარს აპრილში, ბრიტანეთიდან დაუბრუნდება. ალბიონზე ავტომობილის საბაზო ფასი 13 999 გირგვანქა სტერლინგი იქნება. ამ ფასად, მყიდველს მოდიფიკაცია SZ4-ს შესთავაზებენ, რომელიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითა და წინა ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი.