Ferrari reveals its concept for the future of Formula 1 cars
17 თებერვალი
„ფერარიმ“ ფორმულა ერთის უჩვეულო ავტომობილის ფოტოები
გამოაქვეყნა, რომელიც იმ ხედვას ასახავს, თუ როგორი იქნებოდა ფ1-ის ავტომობილები, ტექნიკური
აკრძალვების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში. ეს თემა ამჟამად აქტუალურია - დღეს
ჟენევაში ფ1-ის კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მომავლის რეგლამენტს განიხილავენ.
საყოველთაო აღიარებით, დროა, ფ1-ში ტექნიკური რეგლამენტი „გაათავისუფლონ“, რაც
ავტომობილების სიჩქარეს გაზრდის და რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.