Sunday, February 8, 2015

„ფიესტა“ ისევ ყველაზე გაყიდვადი პატარა ავტომობილია ევროპაში

Ford Fiesta Was 2014's Best-Selling Small Car in Europe for the Third Consecutive Year
8 თებერვალი
უკვე მესამე წელია, ევროპის ბაზარზე, სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, ყველაზე მეტი გაყიდვებით „ფორდის“ პატარა ჰეჩბეკი „ფიესტა“ გამოირჩევა. ამერიკულმა კომპანიამ ეს ავტომობილი ძველ კონტინენტზე შარშანაც ყველაზე მეტი - 308 999 ეგზემპლარი გაჰყიდა.

არივაბენე ორ გამარჯვებას უმიზნებს

Arrivabene targets two wins for Ferrari in 2015
8 თებერვალი
„ფერარის“ ახალი შეფი მაურიციო არივაბენე თავის გუნდს მოკრძალებულ მიზანს უსახავს და ამბობს, რომ ახალ სეზონში ორი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, კმაყოფილი დარჩება. იტალიურმა გუნდმა გასული სეზონი მეტისმეტად წარუმტებლად ჩაატარა და გამარჯვების გარეშე დაასრულა, რაც ბოლო 21 სეზონში პირველად მოხდა.

„შევროლე“ ელექტრომობილ „ბოლტს“ 2016 წელს გამოუშვებს

Chevrolet Will Reportedly Start Producing the Bolt EV in Late 2016
8 თებერვალი

სააგენტო როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ჯენერალ მოტორსი“ სუბკომპაქტურ კონცეპტუალურ ელექტრომობილ „შევროლე ბოლტის“ სერიულ წარმოებას გეგმავს. ავტომობილის წარმოება 2016 წელს დაიწყება, ბაზარზე კი ის 2017 წელს უნდა გამოვიდეს, მისი ფასი კი 25 000-30 000 დოლარის ფარგლებში იქნება. ამასთან, ჰიბრიდულ „შევროლე ვოლტისგან“ განსხვავებით, რომელიც შარშან 18 800 ცალი გაიყიდა, პატარა „ბოლტი“ გაცილებით მსხვილტირაჟიანი იქნება.