Friday, February 6, 2015

ფ1-ის ტიტულები 250 მილიონი ევროს ფასად

Mercedes spent €250 million to win Formula One titles last year
6 თებერვალი
"დაიმლერის" შეფი დიტერ ცეტშე და ლუის ჰამილტონი
ფორმულა ერთში წარმატებას სისწრაფე, საზრიანობა, შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულება, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და უზარმაზარი თანხები სჭირდება. ბოლო ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული სეზონი ყოფილა, რომელიც „მერსედესმა“ ორი ტიტულის მოპოვებით დააგვირგვინა. ეს ყველაფერი კი გერმანული ავტოგიგანტის გუნდს250 მილიონი ევრო დაუჯდა.

„სუზუკი“ ჟენევაში ორ კონცეპტს წარადგენს

Suzuki to Debut iK-2 and iM-4 Concepts in Geneva
6 თებერვალი
სუზუკი iM-4
„სუზუკიმ“ იმ ორი კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა, რომლებსაც მალე ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. მათგან ერთი კომპაქტური ჰეჩბეკია, სახელად iK-2, რომლსაც იაპონური კომპანია „იდეალურ კომპაქტური ზომის ავტომობილს“ უწოდებს, მეორე კი უგზოობის პატარა iM-4, რომელსაც მწარმოებელი „იკონურ მინი 4x4-ს“ უწოდებს.