Tuesday, February 3, 2015

„ფერარი 488 GTB“ - ძალა, ინოვაციები, ვნება, სისწრაფე, დიზაინი

Ferrari 458 Italia Gets Improved Styling and New 661HP Turbo V8, Changes Name to 488 GTB
3 თებერვალი
სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა „ფერარიმ“ იმ ფოტო ტიზერებზე, რომლებიც თავისი მორიგი სიახლის მახარობლად, ორიოდ დღის წინ გაავრცელა. და როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის მოტორ შოუმდე ცოტა ხნით ადრე, „ფერარიმ“ თავისი პოპულარული სუპერ ავტომობილის, „458 იტალიას“ განახლებული ვარიანტი გვიჩვენა, რომელიც ბაზარზე 488 GTB-ს სახელით წარდგება. რაც მთავარია, ავტომობილს ამიერიდან ტურბო ძრავი ამოძრავებს, რაც იტალიური კომპანიის მიერ არჩეული ახალი გეზის, ტურბინიზაციის მორიგი გამოხატულებაა. გარდა ამისა, ავტომობილს მნიშვნელოვანი გარეგნული ცვლილებებიც გამოარჩევს.

„ფორდმა“ ახალი, სრულ ამძრავიანი „ფოკუს RS“ გაგვაცნო

Ford Unleashes All-New, All-Wheel Driven Focus RS with Over 320PS
3 თებერვალი
„ფორდმა“ თავისი პროდუქციის ერთ-ერთი სიამაყე, ახალი „ფოკუს RS“ წარმოადგინა. ამ ავტომობილს მიმომხილველები ჯერ კიდევ დეტროიტის მოტორ შოუზე ელოდნენ, თუმცა მისი „ევროპული ხასიათიდან“ გამომდინარე, პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე დაიგეგმა. მითუმეტეს, ეს გამოფენა გლობალურ ხასიათს ატარებს და „ფოკუს RS-იც“ ამიერიდან გლობალური მოდელია, რომელიც მარტო ევროპელებს და რჩეული ბაზრების მყიდველებს არ მოხიბლავს.