Ferrari 458 Italia Gets Improved Styling and New
661HP Turbo V8, Changes Name to 488 GTB
3 თებერვალი
სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა „ფერარიმ“ იმ ფოტო
ტიზერებზე, რომლებიც თავისი მორიგი სიახლის მახარობლად, ორიოდ დღის წინ გაავრცელა.
და როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის მოტორ შოუმდე ცოტა ხნით ადრე, „ფერარიმ“
თავისი პოპულარული სუპერ ავტომობილის, „458 იტალიას“ განახლებული ვარიანტი
გვიჩვენა, რომელიც ბაზარზე 488 GTB-ს სახელით წარდგება. რაც მთავარია, ავტომობილს
ამიერიდან ტურბო ძრავი ამოძრავებს, რაც იტალიური კომპანიის მიერ არჩეული ახალი
გეზის, ტურბინიზაციის მორიგი გამოხატულებაა. გარდა ამისა, ავტომობილს
მნიშვნელოვანი გარეგნული ცვლილებებიც გამოარჩევს.