Sunday, January 25, 2015

ოჟიემ ტიტულის მეორე დაცვა მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Rallying-Ogier wins Monte Carlo to boost third world title bid
25 იანვარი
მარცხნიდან: სებასტიან ოჟიე, მონაკოს პრინცი ალბერ რენიე და ოჟიეს ნავიგატორი ჟულიან ინგრასია
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რალიში, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე შეუდგა თავისი ტიტულის დაცვის კამპანიას. თოვლიანსა და მოყინულ გზაზე, ოჟიემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა ოთხდღიანი რბოლა და თავის უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას თითქმის წუთით აჯობა. მესამე ადგილიც გერმანული კომპანიის გუნდის წევრმა, ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა.

ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაუბრუნდება

Sebastien Loeb not planning to return to rally in 2015
25 იანვარი
მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ლოებმა რალი მონტე კარლოზე შესანიშნავად იასპარეზა და ყველაზე მეტი სპეცმონაკვეთი მოიგო, პარასკევის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაშვებული შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდა - ოთხდღიანი რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აღარ აპირებს.