Rallying-Ogier wins Monte Carlo to boost third
world title bid
25 იანვარი
მარცხნიდან: სებასტიან ოჟიე, მონაკოს პრინცი ალბერ რენიე და ოჟიეს ნავიგატორი ჟულიან ინგრასია |
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რალიში, ფრანგმა
სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე
კარლოს რალი და ასე შეუდგა თავისი ტიტულის დაცვის კამპანიას. თოვლიანსა და მოყინულ
გზაზე, ოჟიემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა ოთხდღიანი რბოლა და თავის უახლოეს მდევარსა
და თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას თითქმის წუთით აჯობა. მესამე
ადგილიც გერმანული კომპანიის გუნდის წევრმა, ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა
დაიკავა.