Saturday, January 24, 2015

„აკურა NSX-ის“ დებიუტი დეტროიტში

2016 Acura NSX Debuts at Detroit
24 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე, „ჰონდას“ პრემიუმ ბრენდ Acura-ს სუპერ ავტომობილი NSX გახდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას, ორი წელი ატარებდა გამოფენიდან გამოფენაზე, ბოლოს კი სერიული ავტომობილიც გვიჩვენა. ეს ავტომობილი, ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომლებსაც ისედაც ველოდით. თუმცა როგორც შოუს დროს გაირკვა, „ჰონდამ“ მოლოდინსაც გადააჭარბა.

„ფორდი“ გერმანიაში წარმოებას გაზრდის

Ford Increasing Fiesta, Focus and C-MAX Production in Germany
24 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის ორ გერმანულ, ზაარლუისის და კიოლნის ქარხნებში, წარმოებას გაზრდის, რისი მიზეზიც, ამ ქარხნებში წარმოებულ რამდენიმე მოდელზე მოთხოვნის ზრდაა. ზაარლუისის ქარხანაში „ფოკუსს“, „C-მაქსს“ და „გრანდ C-მაქსს“ აწარმოებენ. იქ დღიური წარმოება 1770 ავტომობილია, მალე კი 240 ერთეულით გაიზრდება. ამ ავტომობილებიდან პირველი ორი, ცისფერი ოვალის ყველაზე გაყიდვადი (ევროპის ბაზარზე) ავტომობილების სიაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს.