Ford Takes The Covers Off New Hardcore Shelby
GT350R Mustang
16 იანვარი
დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუს სამი გამორჩეული
ვარსკვლავი ჰყავს, სამივე „ფორდისგან“ და სამივე მსგავს ფერებში გაფორმებული. GT
და „F-150 რეპტორი“ უკვე გაგაცანით. ახლა კი „შელბი მუსტანგ GT350R-ის“ ჯერია,
ავტომობილის, რომლითაც ცისფერი ოვალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად იამაყებს,
რადგან მისივე ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ მოდელის არსებობის ისტორიაში, ეს
ყველაზე გამორჩეული სატრეკო „მუსტანგია“.