Saturday, January 10, 2015

დაკარის მეშვიდე ეტაპი ტერანოვამ მოიგო

Orlando Terranova wins stage seven at the 2015 Dakar Rally
10 იანვარი
დაკარზე ორეტაპიანი, ყველაზე გრძელი სპეცმონაკვეთების ჯერი დადგა. და ისიც, წინა რბოლების მსგავსად, ისევ „მინის“ ეკიპაჟმა მოიგო. ამჯერად და ამ რბოლაში უკვე მესამედ, ყველაზე სწრაფი, არგენტინელი ორლანდო ტერანოვა (ფოტოზე) იყო, რომელსაც დიდი ჩამორჩენის გამო, გამარჯვების შანსი უკვე აღარ აქვს. არგენტინელმა ორ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ საუდელ იაზიდ ალ-რაჯჰის (ტოიოტა), რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება მოწინავე სამეულში, თუმცა ჯერ არცერთი სპეცმონაკვეთი არ მოუგა.

„ფერარი“ ისევ გამწევბერკეტიან საკიდარს შეინარჩუნებს

Ferrari sticking with 'pullrod' in 2015 – report
10 იანვარი
„ფერარი“ თავისი ახალი ბოლიდის წინა ბორბლების საკიდარში, ისევ გამწევბერკეტიან სისტემას შეინარჩუნებს. მარანელოელები ასეთ კონსტრუქციას 2012 წლიდან იყენებენ. არადა, მიჩნეულია, რომ გამწევბერკეტიანი საკიდარის ტრასის მახასიათებლების შესაბამისად მომართვა მეტისმეტად რთულია და ხშირად ვერც ხერხდება. სხვათა შორის, მსგავსი კონსტრუქცია „ფერარიმდე“ ბოლოს „მინარდიმ“ (ახლანდლი ტორო როსო) 2001 წელს გამოიყენა.