Subaru is bringing a trio of STI concepts to the
Tokyo Auto Salon
26 დეკემბერი
ტოკიოს ავტო სალონისთვის, „სუბარუ“ და მისი დივიზიონი
STI (სუბარუ ტექნიკა ინტერნეიშნლ), სამ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელთაგან
ერთი პოპულარულ კუპე BRZ-ზეა ბაზირებული. ამ სამეულიდან, იაპონურმა კომპანიამ
ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გაგვაცნო - „STI პერფორმენს კონცეპტი“ (ფოტოზე), რომელიც
პირველად აპრილში, ნიუ იორკის ავტო შოუზე ვიხილეთ. დანარჩენი ორი კი კომპანიის
გარეთ ჯერ არავის უნახავს.
ამ ორიდან ერთია „XV ჰაიბრიდ STI კონცეპტი“, რომელიცქროსოვერ
„XV ქროსტრეკის“ ჰიბრიდული ვერსიაა. ეს ავტომობილი ჰიბრიდულ აგრეგატს ტემპერამენტიანი
WRX STI-სგან გაიზიარებს. საერთოდ, დივიზიონი STI თავის ავტომობილებს ლურჯ ფერებში
გვიჩვენებს ხოლმე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „XV ჰაიბრიდ STI კონცეპტი“ თეთრი
იქნება, ნარინჯისფერი აქცენტებით. ეს ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით იქნება
გამორჩეული და მას საკიდარიც გაუმჯობესებული აქვს.
მესამეა უნვერსალი „ლევორგ STI“, რომელიც ასევე
ლურჯად არის შეღებილი და სპორტულად გაფორმებული წინა ნაწილით გამოირჩევა. კონცეპტი
18-დუიმიან ბორბლებზე დგას, აქვს სპეციფიკური ამორტიზატორები და ორ ფერში (შავ და
ბურგუნდიულ წითელში) შესრულებული სალონი.
ამ
სამეულის გარდა, „სუბარუს“ სტენდს გამოფენაზე ასევე ოთხი სარბოლო ავტომობილიც
წარსდგება. მათგან ორი BRZ-ზეა ბაზირებული, ორი კი - WRX STI-ა.
No comments:
Post a Comment